
სამოქალაქო სექტორმა “ეთიკის კოდექსის” პრეზენტაცია გამართა
სამოქალაქო ინტერესების დაცვის პროგრამის ფარგლებში 26 სექტემბერს “ეთიკის კოდექსის” პრეზენტაცია და საზეიმო ხელმოწერა გაიმართა. “ეთიკის კოდექსის” შემუშავებაში მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციებს კოორდინაციას სამოქალაქო განვითარების ცენტრი “ალტერნატივა” უწევდა. კოდექსზე მუშაობა თითქმის 2 წლის მანძილზე მიმდინარეობდა.
“ეთიკის კოდექსის” მიზანს არასამთავრობო სექტორში ქცევის სტანდარტების ჩამოყალიბება წარმოადგენს, რომელიც ძირითადად არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის გამჭვირვალობას, მათ საზოგადოებრივ იმიჯს, ურთიერთობას საზოგადოებასან, მთავრობასთან, პოლიტიკურ პარტიებთან, დონორებთან, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების შიდა მმართველობასა და ფინანების მართვას მოიცავს.
“ეს კოდექსი არის საქართველოს საზოგადოებრივი ორგანიზაციების თვითრეგულირების მექანიზმი. ის სექტორის დაგროვილი გამოცდილებაა მისი არსებობის თხუთმეტი წლის მანძილზე”, აცხადებს სამოქალაქო განვითარების ცენტრის “ალტერნატივას” ხელმძღვანელი ირინა ცინცაძე.
პრეზენტაციაზე “ეთიკის კოდექსს” ოცდაათამდე არასამთავრობო ორგანიზაციამ მოაწერა ხელი, თუმცა მსურველებს ნებისმიერ დროს მიეცემათ შესაძლებლობა შეუერთდნენ მას. წლის ბოლომდე იგეგმება კამპანიის ჩატარება რეგიონებისათვის “ეთიკის კოდექსის” გაცნობის მიზნით.