
ახალი ამბები
27 სექტემბერს აფხაზეთში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს
დღეს, სოხუმის დაცემიდან 11 წლის შემდეგ გმირთა მოედანზე მდებარე მემორიალურ დაფასთან, აფხაზეთიდან დევნილმა მოსახლეობამ და აფხაზეთის უზენაესი საბჭოს წარმომადგენლებმა პატივი მიაგეს აფხაზეთში დაღუპულთა ხსოვნას.
მდუმარე მსვლელობა სოხუმის დაცემასთან დაკავშირებით მოეწყო ღამითაც, რომელშიც მონაწილეობა პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ მიიღო.
1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმი დაეცა, ხოლო ქართული ჯარი, ისევე როგორც ქართველი მოსახლეობა იძულებული იყო აფხაზეთის ტერიტორია დაეტოვებინა. ამჟამად, იძულებით გადაადგილებულ პირთა რაოდენობა 300 ათასს აღწევს.