
ახალი ამბები
ცხინვალის რეგიონში ოთხი ქართველი ჯარისკაცი განთავისუფლეს
ოთხი ქართველი ჯარისკაცი, რომელიც დღეს ოსურმა მხარემ გამთენიისას სოფელ ფრისთან დააკავა, უკვე განთავისუფლებულნი არაინ. ამის შესახებ ინფორმაციას ქართული მხარე ავრცელებს.
ქართული და ოსური მხარეების წარმომადგენლებს შორის წარმოებული მოლაპარაკებების შედეგად შესაძლებელი გახდა დაკავებული სამშვიდობოების განთავისუფლება. მოლაპარაკებებში მონაწილეობას რუსი სამშვიდობო ძალების ხელმძღვანელობაც იღებდა.
ქართული მხარის განცხადებით, სამშვიდობოებს ღამით გზა აერიათ და შემთხვევით მოხვდნენ ოსურ სოფელში.
ოსური მხარის მტკიცებით, ქართველ სამშვიდობოებს არ აღმოაჩნდათ სამშვიდობოებისთვის დამადასტურებელი საბუთები, რის გამოც მოხდა მათი დაკავება.