
ბრიტანეთის ელჩი ცხინვალის რეგიონს ეწვია
ბრიტანეთის ელჩი საქართველოში დონალდ მაკლარენი და ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინიტროს სპეციალური წარმომადგენელი კავკასიაში ბრიან ფოლი, საქართველოში ეუთოს მისიის ხელმძღვანელთან როი რივთან ერთად 23 სექტემბერს ცხინვალის რეგიონში გაემგზავრნენ.
სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ხელისუფლებასთან შეხვედრის დროს მხარეებმა რეგიონში არსებული სიტუაცია და კონფლიქტის მოგვარების გზები განიხილეს.
სამხრეთ ოსეთის პარლამენტის დე ფაქტო თავმჯდომარემ ზნაურ გასიევმა ხაზგასმით აღნიშნა რეგიონის მზადყოფნა მოლაპარაკებების პროცესის გასაგრძელებლად.
ბრიტანეთის ელჩი მიესალმა შერეული საკონტროლო კომისიის მნიშვნელოვან როლს კონფლიქტის მოგვარების საქმეში და იმედი გამოთქვა, რომ 30 სექტემბერს მოსკოვში დაგეგმილი შერეული საკონტროლო კომისიის სხდომა ნაყოფიერი იქნება.