skip to content
ახალი ამბები

სოჭი-სოხუმის მიმართულებით ავტობუსის მარშრუტი გაიხსნა

23 სექტემბერს “ინტერფაქსისთვის” მიცემულ ინტერვიუში ქალაქ სოჭის ტრანსპორტის სამმართველოს ხელმძღვანელმა პაველ შურაკოვმა განაცხადა, რომ სოჭსა და სოხუმს შორის ავტობუსის რეგულარული ხაზი გაიხსნა.


“ავტობუსები სოხუმის მიმართულებით დღეში სამჯერ გააკეთებენ რეისებს”, განაცხადა შურაკოვმა.


16 სექტემბერს დსთ-ს ასტანის სამიტმა დაადასტურა რა ყველა ადრე მიღებული გადაწყვეტილება, კვალავაც მიიღო გადაწყვეტილება თვითგამოცხადებულ აფხაზეთთან საქართველოსთან შეუთანახმებელი ცალმხრივი ურთიერთობებისგან თავის შეკავების თაობაზე. თუმცა, პრესკონფერენციაზე ვლადიმერ პუტნმა განმარტა, რომ ეს სანქციები კერძო კომპანიებზე არ ვრცელდება.


15 სექტემბერს რუსეთმა შეამცირა საავტობუსო მარშრუტები საქართველოს მიმართულებით ლარსის სასაზღვრო პუნქტის გავლით, რაც რუსულ და ქართულ სატრანსპორტო კომპანიებს შორის საქართველოს სასარგებლოდ დარღვეული პარიტეტით ახსნა. ამჟამად, საქართველოდან რუსეთისკენ ავტობუსები მეორე თვითაღიარებული რეგიონის – სამხრეთ ოსეთის გავლითაც მოძრაობენ.


 

Back to top button