skip to content
ახალი ამბები

პარლამენტი ავღანეთში ქართველი ჯარსკაცების გაგზავნის თაობაზე პრეზიდენტს თანხმობას აძლევს

საქართველოს პარლამენტმა დღეს მიიღო დადგენილება თავდაცვის სამინისტროს საჩხერის მე-16 სამთო ბატალიონის 50 ჯარისკაცისა და ოფიცრის ავღანეთში გაგზავნის თაობაზე.


ქართველმა ჯარისკაცებმა უკვე გაიარეს ორკვირიანი წინასწარი მოსამზადებელი კურსები გერმანიაში, რის შემდეგაც, ისინი ავღანეთში სამშვიდობო მისიის განხორციელებას შეუდგებიან.


საჩხერის მე–16 სამთო ბატალიონის ჯარისკაცებს გავლილი აქვთ აშშ–ის დაფინანსებული “წვრთნისა და აღჭურვის“ პროგრამა და ასევე, ბრიტანელი სამხედრო ინსტრუქტორების მიერ ჩატარებული სწავლებები სამშვიდობო ოპერაციების წარმართვის კუთხით.


ქართველი ჯარისკაცები ავღანეთში 100 დღის განმავლობაში დარჩებიან.

მსგავსი/Related

Back to top button