skip to content
ახალი ამბები

თავდაცვის მინისტრი აშშ-ში გაემგზავრა

თავდაცვის მინისტრი გიორგი ბარამიძე ერთკვირიანი ვიზიტით დღეს აშშ-ში გაემგზავრა, სადაც აშშ-ს თავდაცვის მდივანს დონალდ რამსფელდსა და ეროვნული გვარდიის სარდალს დევიდ პოიტრესს შეხვდება.


ვიზიტის ფარგლებში განიხილება საქართველო-ამერიკას შორის სამხედრო თანამშრომლობის საკითხები. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ძირითადი თემა “წვრთნისა და აღჭურვის“ პროგრამის დასრულება და მისი შემდგომი ფაზის გაგრძელება იქნება, ასევე მხარეები ნატო-ში ინტეგრაციისთვის შესაბამისი რეფორმების განხორციელებაზეც ისაუბრებენ.
 
თავდაცვის მინისტრმა გიორგი ბარამიძემ აშშ-ში გამგზავრებამდე უარყო რუსული საინფორმაციო სააგენტოების მიერ გავრცელებული ინფორმაცია,  თითქოს ვიზიტის ერთ-ერთი მიზანი საზენიტო-სარაკეტო დანადგარის შეძენაა, რითაც “რუსული სამხედრო ვერტმფრენების ჩამოგდება გახდება შესაძლებელი”.
 
“ამ დანადგარის შეძენას საქართველოს ბიუჯეტის ნახევრი თანხა მაინც დასჭირდება, ეს მეტად ძვირი სიამოვნებაა; თუმცა საქართველო ზრუნავს საჰაერო თავდაცვის სისტემის გაუმჯობესებაზე”, განაცხადა გიორგი ბარამიძემ.
 

Back to top button