ახალი ამბები

ლტოლვილთა და განსახლების ყოფილ მინისტრს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს

დღეს მთაწმინდა-კრწანისის რაიონულმა სასამართლომ წინასწარი სამთვიანი პატიმრობა მიუსაჯა ლტოლვილთა და განსახლების ყოფილ მინისტრს ვალერი ვაშაკიძეს.


თბილისის პროკურატურამ იგი 8 სექტემბერს დააკავა. მას ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში ედება ბრალი.


ვალერი ვაშაკიძეს, რომელსაც ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის თანამდებობა 1995-2003 წლებში ეკავა, კონკრეტულად ბრალი დევნილთა ყალბი მოწმობების გაცემაში ედება, რის შედეგადაც 2,200-მდე დევნილი უკანონოდ იღებდა შემწეობებს.


პროკურატურის ცნობით, ვაშაკიძის უკანონო ქმედებების შედეგად სახელმწიფო ბიუჯეტმა 1,100 ათასი ლარით იზარალა.


იმ შემთხვევაში, თუ ყოფილი მინისტრის ბრალეულობა დამტკიცდება, მას 3-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. 

მსგავსი/Related

Back to top button