
ახალი ამბები
“აეროფლოტი“ საქართველოს ავიაკომპანიის შესყიდვის თაობაზე მოლაპარაკებებს წყვეტს
რუსეთის ავიაკომპანია “აეროფლოტის“ გენერალურმა დირექტორმა ვალერი ოკულოვმა 8 სექტემბერს განაცხადა, რომ “აეროფლოტი“ საქართველოს ავიაკომპანია “აირზენა-საქართველოს ავიახაზების“ შესყიდვის თაობაზე მოლაპარაკებებს წყვეტს.
“საქართველოში არსებული პოლიტიკური სიტუაცია ჩვენს მოლაპარაკებებს ბუნდოვანს ხდის“, განუცხადა ვალერი ოკულოვმა რუსეთის საინფორმაციო სააგენტო “რია ნოვოსტის“. თუმცა, მან დეტალების დაზუსტებისგან თავი შეიკავა.
მაისში რუსეთისა და საქართველოს ავიაკომპანიებმა განაცხადეს, რომ ისინი გარიგების თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ. “აეროფლოტს“ არც დაუმალავს, რომ მას “საქართველოს ავიახაზების” საკონტროლო პაკეტის შესყიდვა სურდა.