
ახალი ამბები
ლტოლვილთა და განსახლების ყოფილი მინისტრი დააკავეს
თბილისის პროკურატურამ 8 სექტემბერს ლტოლვილთა და განსახლების ყოფილი მინისტრი ვალერი ვაშაკიძე დააკავა. მას ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში ედება ბრალი.
ვალერი ვაშაკიძეს, რომელსაც ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის თანამდებობა 1995-2003 წლებში ეკავა, დევნილთა ყალბი მოწმობების გაცემაში ედება ბრალი, რის შედეგადაც 2,000-მდე დევნილი უკანონოდ იღებდა შემწეობებს.
პროკურატურის ცნობით, ვაშაკიძის უკანონო ქმედებების შედეგად სახელმწიფო ბიუჯეტმა 1,100 ათასი ლარით იზარალა.
იმ შემთხვევაში, თუ ვაშაკიძის ბრალეულობა დამტკიცდება, მას 3-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.