
ახალი ამბები
ლარის კურსი კვლავ გაიზარდა
ქართული ლარის კურსი აშშ დოლართან მიმართებაში კვლავ გამყარდა და 7 სექტემბრისათვის 1.71 ლარი შეადგინა. დოლართან მიმართებაში ეს ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ლარის ყველაზე მაღალი განაკვეთია.
ქართული ლარი ასევე გაიზარდა ევროსთან მიმართებაშიც. კერძოდ, მიმდინარე წლის იანვრიდან ეროვნული ვალუტა 2.7 ნიშნულიდან 2.06-მდე შემცირდა.