ახალი ამბები

თენგიზ ასანიძემ საკომპენსაციო თანხა მიიღო

ქართული მედიის ცნობით, საქართველოს მთავრობამ თენგიზ ასანიძეს, რომელმაც აპრილში ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში საქმე მოიგო, 155 ათასი ევროს ოდენობის საკომპენსაციო თანხა გადაუხადა.


თენგიზ ასანიძე, რომელმაც აჭარის ციხეში 11 წელი გაატარა და აჭარის ყოფილი ლიდერის ასლან აბაშიძის პირად ტუსაღად ითვლებოდა, 9 აპრილს ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად გაათავისუფლეს.


ასანიძე 1993 წელს დააპატიმრეს და ბათუმის თამბაქოს ქარხანაში უკანონო ფინანსური საქმიანობის ბრალდებით გაასამართლეს. 1994 წელს მას რვაწლიანი პატიმრობა მიესაჯა ქონების კონფისკაციით. მიუხედავად იმისა, რომ იგი მოგვიანებით შეწყალებულ იქნა და სასამართლო გადაწყვეტილება უზენაესმა სასამართლომ გააუქმა, ასანიძე მაინც პატიმრობაში რჩებოდა.


ასანიძის ადვოკატებმა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს 2001 წელს მიმართეს მსჯავრდებულის უკანონო პატიმრობიდან განთავისუფლების მოთხოვნით. გათავისუფლების შემდეგ ასანიძემ აქტიური მონაწილეობა მიიღოს აჭარის ყოფილი მეთაურის ასლან აბაშიძის გადადგომის მოძრაობაში.


“მე სრულად მივიღე საკომპენსაციო თანხა, როგორც ეს ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილებით იყო გათვალისწინებული. ამ თანხას ბათუმის თამბაქოს ქარხნის პრივატიზაციისთვის გამოვიყენებ“, განუცხადა ასანიძემ ტელეკომპანია “რუსთავი 2“-ს 5 სექტემბერს.      

მსგავსი/Related

Back to top button