skip to content
ახალი ამბები

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ერაყს სტუმრობს

საქართველოს თავდაცვის მინისტრი გიორგი ბარამიძე 5 სექტემბერს ერაყში გაემგზავრა, სადაც მოინახულებს 159 ქართველ სამხედროს, რომლებიც სამშვიდობო მისიას ახორციელებენ ერაყში.


აღნიშნული დანაყოფი ეკუთვნის საჩხერის მე-16 ბატალიონს, რომელმაც აშშ-ს ფინანსური მხარდაჭრით “წრთვნისა და აღჭურვის პროგრამა” გაიარა. მათ ერაყში 70 -კაციანი ქართული სამშვიდობო მისია მიმდინარე წლის აპრილში ჩაანაცვლეს. ქართული შენაერთები 2003 წლის აგვისტოდან კოალიციის შემადგენლობაში შედიან.


ამჟამად, 50 ჯარისკაცი და ოფიცერი, ასევე მე-16 ბატალიონიდან, გადიან წრთვნას გერმანიაში, რის შემდეგაც ისინი სამშვიდობო მისიით გერმანული ძალების ნაწილის სტატუსით გაემგზავრებიან ავღანეთში.

Back to top button