ახალი ამბები

მოსკოვი თბილისის „სამხედრო რიტორიკას“ გმობს

25 აგვისტოს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ „სამხრეთ ოსეთში უშედეგო სამხედრო ავანტიურის“ შემდეგ საქართველომ „არარსებული გარეშე მტრების ძიება“ დაიწყო „მუდმივი მინიშნებებითა და ბრალდებებით „ჩრდილოელი მეზობის“ მისამართით, რომელიც თითქოს საქართველოს ყველა უბედურებისა და კონფლიქტის მიზეზი იყოს.“


„ამ ბოლო დროს, ოფიციალური თბილისის განცხადებებში სულ უფრო და უფრო მატულობს საომარი რიტორიკა… ეს განცხადებები იმდენად აბსურდულია, რომ არც კი ღირს კემენტარის გაკეთება“ – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.


როგორც ცნობილია თბილისმა რუსეთი ცხინვალის რეგიონში პირდაპირი სამხედრო ინტერვენციის მცდელობაში დაადანაშაულა. პრეზიდენტმა სააკაშვილმა კი 25 აგვისტოს კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ კონფლიქტის ზონიდან ჯარების გამოყვანით საქართველომ ფართომასშტაბიანი ომი აიცილა.


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება იხსენებს ოფიციალური პირების მიერ გაკეთებულ განცხადებას იმის თაობაზე, რომ სამხრეთ ოსეთში საქართველოს შეიარაღებულ ნაწილებთან ბრძოლაში რუსი დაქირავებული მეომრები, კერძოდ კი კაზაკები დაიხოცნენ.


„სხვათა შორის, ამას წინად ოფიცალური თბილისი მთელს მსოვლიოს დაპირდა, რომ აჩვენებდა „მოკლული კაზაკების გვამებს“ თუმცა ამჯერადაც ეს დაპირება ცარიელი სიტყვები აღმოჩნდა“ – აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.


19 აგვისტოს, მას შემდეგ რაც საქართველოს შეიარაღებულმა ნაწილებმა სამხრეთ ოსეთში სტრატეგიული სიმაღლეები დაიკავეს, ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ბრძოლის დროს მოკლულ იქნა რვა კაზაკი. თუმცა, ტელევიზიებით გადაიცა მხოლოდ ერთი დაღუპულის ამსახველი ვიდეომასალა. ეს გვამი მოგვიანებით სამხრეთ ოსურ მხარეს გადაეცა, რომელმაც დაღუპული, ცხინვალელ გენა სანაკოევად ამოიცნო.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button