ახალი ამბები

სააკაშვილის პარტია აჭარის არჩევნებში იმარჯვებს

აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის(უსკ) მონაცემებით, პრეზიდენტ სააკაშვილის მხარდამჭერმა პარტიამ “სააკაშვილი – გამარჯვებული აჭარა“ რეგიონის ადგილობრივ საპარლამენტო არჩევნებში მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. ოპოზიციამ გააკრიტიკა არჩევნები და მას „ტოტალურად გაყალბებული“ უწოდა.


პირველადი ოფიციალური შედეგები 21 ივნისს, შუადღისთვის გახდება ცნობილი.


საარჩევნო ადმინისტრაციების წარმომადგენელთა თქმით, “რესპუბლიკურმა პარტიამ“ ასევე გადალახა აჭარის უზენაეს საბჭოში მოსახვედრად საჭირო 7%-იანი ბარიერი.


“რესპუბლიკურმა პარტიამ“ ხელისუფლება არჩევნების გაყალბებაში დაადანაშაულა. “რესპუბლიკელებმა“, რომლებიც „ნაციონალ მოძრაობა-დემოკრატებთან“ კოალიციას ქმნიან საქართველოს პარლამენტში, აჭარის არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღეს მონაწილეობა.


“საქართველოს მთავრობამ აჭარის არჩევნების დროს ვერ გაიარა ტესტი დემოკრატიაში, რადგანაც არჩევნები ტოტალურად იქნა გაყალბებული. ჩვენ მოვიწვევთ “რესპუბლიკური პარტიის“ საბჭოს და გადავწყვეტთ, ვითანამშრომლებთ თუ არა მმართველ პარტიასთან მომავალში. არა მგონია მართებული იყოს არჩევნების გამყალბებლებთან თანამშრომლობა“, განაცხადა “რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერმა, დეპუტატმა დავით ბერძენიშვილმა საქართველოს სახელმწიფო რადიოს ეთერში.


 

This post is also available in: English (ინგლისური)

მსგავსი/Related

Back to top button