ახალი ამბები

ბათუმში საპროტესტო აქცია დაარბიეს

ბათუმში სპეცრაზმმა დღეს მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბია, რომელსაც ოპოზიციის დაახლოებით 300-მდე წარმომადგენელი ესწრებოდა. არიან დაშავებულებიც. 

როგორც “სივილ ჯორჯიას” ადგილობრივი გაზეთის “ბათუმელების” ჟურნალისტმა ეთერ სულაძემ, რომელიც მოვლენების ეპიცენტრში იმყოფებოდა, განუცხადა ადგილი ჰქონდა თავდასხმას ჟურნალისტებზეც.

“პირადად მე ფოტოაპარატი წამართვეს. სასტიკად სცემდნენ მომიტინგეებს, ვითარება საკმაოდ დაიძაბა,” – განუცხადა ეთერ სულაძემ “სივილ ჯორჯიას” სატელეფონო საუბრისას.
  
ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების და გაერთიანებული ოპოზიციის “ჩვენი აჭარას” ინიციატივით დღეს ბათუმის ცენტრში საპროტესტო აქცია გაიმართა. მომიტინგეების ძირითად მოთხოვნას აჭარის ხელისუფლების მიერ დაკავებული პოლიტპატიმრების განთავისუფლება წარმოადგენდა.

მსგავსი/Related

Back to top button