skip to content
ახალი ამბები

აბაშიძე შეშფოთებას გამოთქვამს ფოთში დაგეგმილი სამხედრო წვრთნების გამო

აჭარის ლიდერმა ასლან აბაშიძემ შეშფოთება გამოთქვა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ 30 აპრილიდან 2 მაისამდე ფოთში დაგეგმილი სამხედრო წვრთნების გამო.


„სამხედრო წვრთნები კონფრონტაციის ფონზე [ცენტრალურ ხელისუფლებასა და აჭარის ხელმძღვანელობას შორის] შეშფოთების წყაროს წარმოადგენს“, – განაცხადა ასლან აბაშიძემ 27 აპრილს რუსული ტელეკომპანია NTV-სთვის მიცემულ ინტერვიუში.


საქართველოს თაცდაცვის სამინისტრომ უკვე დაიწყო ჯავშანტექნიკის გაგზავნა ფოთში, სადაც ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნები იგეგმება.


წვრთნებში ჯავშანტექნიკა, სანაპირო დაცვის კატარღები, საჰაერო ძალები და „წვრთნისა და აღჭურვის პროგრამის“ ფარგლებში გაწვრთნილი ჯარისკაცები მიიღებენ მონაწილეობას.

Back to top button