
ახალი ამბები
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები დათბობისკენ მიდის
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ 26 აპრილს ვაშინგტონში აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან კოლინ პაუელთან ერთად გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები თანდათან დათბობისკენ მიდის.
თუმცა, აქვე დასძინა, „რუსეთის სამხედრო ბაზების საკითხი, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენ იმედს ვამყარებთ აშშ-ის მხარდაჭერაზე რუსეთის მიერ ეუთოს სტამბულის სამიტზე აღებული ვალდებულებების შესრულების საქმეში“.
რუსეთმა 1999 წელს აიღო ვალდებულება საქართველოდან სამხედრო ბაზების გაყვანის თაობაზე; თუმცა რუსეთის ორი ბაზა კვლავ რჩება ბათუმსა და ახალქალაქში.