skip to content
ახალი ამბები

ბათუმის სანაპირო დაცვის კატარღა აჭარის ლიდერს აღარ ემორჩილება

ბათუმის პორტში განთავსებულმა სანაპირო დაცვის კატარღამ 26 აპრილს ფოთის პორტში გადაინაცვლა მას შემდეგ, რაც ეკიპაჟის ცხრა წევრმა უარი განაცხადა დამორჩილებოდა აჭარის ლიდერის ასლან აბაშიძის ბრძანებებს.


„აჭარის ადგილობრივი ხელისუფლება შეეცადა ხელი შეეშალა კატარღისთვის ბათუმის პორტი დაეტოვებინა, თუმცა ვერ შეძლო. კატარღა დროებით ფოთის პორტში განთავსდება“, – განაცხადა უშიშროების მინისტრის მოადგილემ გიგი უგულავამ 26 აპრილს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში.


მისი თქმით, სანაპირო დაცვის კიდევ ორი კატარღა რჩება ბათუმში, „თუმცა ერთ-ერთი მათგანი მწყობრიდანაა გამოსული, მეორე კი – ძველია“.   
 

Back to top button