ახალი ამბები

რუსეთი კიდევ ერთხელ ადასტურებს ნეიტრალურ პოზიციას აჭარის კრიზისთან მიმართებაში

რუსეთმა, რომლის ერთი სამხედრო ბაზაც ბათუმშია განლაგებული, კიდევ ერთხელ დაადასტურა 15 აპრილს, რომ იგი არ აპირებს თბილისსა და ბათუმს შორის არსებულ დაპირისპირებაში ჩაერიოს.


„აჭარაში არსებული სიტუაცია საქართველოს საშინაო საქმეა. ვფიქრობთ, დაძაბულობა მხოლოდ მშვიდობიანი გზით უნდა მოიხსნას“, – განუცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ჟურნალისტებს 15 აპრილს მოსკოვში.


საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თავის რუს კოლეგას ვლადიმერ პუტინს 14 აპრილს ესაუბრა. საუბრის დეტალები უცნობია, თუმცა სავარაუდოდ მხარეებმა აჭარაში არსებული სიტუაცია განიხილეს. 


 

მსგავსი/Related

Back to top button