ახალი ამბები

პრეზიდენტმა აჭარის ლიდერს ასანიძის გათავისუფლება უბრძანა

პრეზიდენტმა სააკაშვილმა აჭარის ლიდერს ასლან აბაშიძეს კატეგორიულად მოსთხოვა თენგიზ ასანიძის გათავისუფლება, მას შემდეგ რაც ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ ასანიძის სარჩელი დააკმაყოფილა.


„ვუბრძანებ ასლან აბაშიძეს დაუყონებლივ გაათავისუფლოს თენგიზ ასანიძე. თუ იგი არ შეასრულებს ჩემს ბრძანებას, ჩვენ გავათავისუფლებთ ასანიძეს ჩვენს ხელთ არსებულ ყველა ბერკეტის გამოყენებით“, – განუცხადა სააკაშვილმა ჟურნალისტებს 8 აპრილს.


ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, ასანიძე დაუყონებლივ უნდა იქნას გათავისუფლებული.


ბათუმის ყოფილი მერი თენგიზ ასანიძე აჭარის ხელისუფლებამ 1993 წელს თამბაქოს საწარმოში ფინანსური მაქინაციების ბრალდებით დააკავა და 8 წლით თავისუფლების აღჯვეთა მიუსაჯა. ყოფილი პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის მიერ 1999 წელს შეწყალების მიუხედავად, თენგიზ ასანიძე აჭარის ხელმძღვანელობამ არ გაათავისუფლა.


 

მსგავსი/Related

Back to top button