ახალი ამბები

ჰალმეტ ჭიპაშვილი პასუხისმგებლობას ცენტრალურ ხელისუფლებასაც აკისრებს

თბილისში აჭარის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, “დემოკრატიული აღორიძინების კავშირის” წევრი ჰამლეტ ჭიპაშვილი უსამართლოდ მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ  ბათუმის ციხეში დაპატიმრებული თენგიზ ასანიძის საქმესთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა მხოლოდ აჭარის ხელისუფლებამ უნდა იკისროს.


“ამ საქმის გამო პასუხი უნდა აგოს არა მარტო აჭარის ხელისუფლებამ, არამედ ცენტრალურმა ხელისუფლებამაც. არ შეიძლება მთელი პასუხისმგებლობა ერთ პიროვნებას – აჭარის ლიდერს დაეკისროს”, – განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე ჰამლეტ ჭიპაშვილმა.


ბათუმის ყოფილი მერი თენგიზ ასანიძე აჭარის ხელისუფლებამ 1993 წელს თამბაქოს საწარმოში ფინანსური მაქინაციების ბრალდებით დააკავა და 8 წლით თავისუფლების აღჯვეთა მიუსაჯა. ყოფილი პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის მიერ 1999 წელს შეწყალების მიუხედავად, თენგიზ ასანიძე აჭარის ხელმძღვანელობამ არ გაათავისუფლა.


დღეს ევროპის ადამიანთა უფლებების სასამართლომ ასანიძის სარჩელი დააკმაყოფილა და საქართველოს მისი სასწრაფო გათავისუფლება დააკისრა. საქართველოს მთავრობა ასევე ვალდებულია ასანიძეს კომპენსაციის სახით 150 ათასი ევრო გადაუხადოს.  

მსგავსი/Related

Back to top button