
ახალი ამბები
სამთავრობო კომისიას ახალი საგადასახადო კოდექსის მომზადება ევალება
ახალი სამთავრობო კომისია, რომელსაც საგადასახადო კოდექსის შემუშავება ევალება, პრემიერ-მინისტრის ბრძანებულების საფუძველზე შეიქმნა. კომისიის შემადგენლობაში რამდენიმე მინისტრთან ერთად ექსპერტებიც შედიან. კომისიას თავად პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია ხელმძღვანელობს.
არსებული ბრძენებულების თანახმად, კომისიამ ერთ თვეში უნდა შეიმუშაოს ახალი საგადასახადო კოდექსი. პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას მიერ 5 აპრილის მთავრობის სხდომაზე გაკეთებული განცხადების თანახმად, ახალი კოდექსი უნდა გამარტივდეს და შემცირდეს გადასახადების რაოდენობა.