ახალი ამბები

სააკაშვილი ბრიუსელში მიემგზავრება

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 6-7 აპრილს სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში მიემგზავრება, სადაც იგი მოლაპარაკებებს გამართავს ევროკავშირისა და ნატოს ხელმძღვანელობასთან.


პრეზიდენტთან ერთად ბრიუსელში საგარეო საქმეთა მინისტრი სალომე ზურაბიშვილიც გაემგზავრება.


ვიზიტის ფარგლებში სააკაშვილი შეხვდება საერთაშორისო ურთიერთობების და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს კომისარს ხავიერ სოლანას.   


„შეხვედრა საშუალებას მოგვცემს განვიხილოთ საქართველოში არსებული სიტუაცია და ევროკავშირსა და საქართველოს შორის არსებული ურთიერთობები“, – განაცხადა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის განყოფილების პრესსამსახურის უფროსმა 5 აპრილს.


ასევე დაგეგმილია სააკაშვილის შეხვედრა ნატოს გენერალურ მდივანთან იააპ დე ჰუფ სხეფერთან.

მსგავსი/Related

Back to top button