ახალი ამბები

„ეგზით პოლების“ შედეგებით, ამომრჩეველთა აქტივობამ 20% შეადგინა

ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველოს“, საოციოლოგიური კვლევის ცენტრი BCG-ს და ილია ჭავაჭავაძის სახელობის ენისა  და კულტურის  უნივერსიტეტის   მიერ ჩატარებული „ეგზით პოლების“ შედეგების მიხედვით, 12 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ 20% შეადგინა, რაც 4 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების დროს დაფიქსირებული შედეგის ანალოგიურია.


მათი ინფორმაციით, 20%-დან 16% აღებულია წინასწარ რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობიდან, 4% კი იმ ამომრჩეველთა რაოდენობიდან, რომელთაც რეგისტრაცია დღეს გაიარეს.


ამომრჩეველთა მაღალი აქტივობა შეიმჩნევა რაჭასა და სამცხე-ჯავახეთში. დაბალი აქტივობაა თბილისში, ქვემო ქართლსა და კახეთში.


„ეგზით პოლების“ შედეგები და არჩევნებში მონაწილე პარტიების რეიტინგები  საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ გახდება ცნობილი. 

მსგავსი/Related

Back to top button