ახალი ამბები

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია არჩევნების მიმდინარეობით კმაყოფილია

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელბი არჩევნების მიმდინარეობას დადებითად აფასებენ და აცხადებენ, რომ ამ ხნის განმავლობაში სერიოზულ დარღვევებს ადგილი არ ჰქონიათ.


ახალგაზრდა იურისტთა ასოციასიის წარმომადგენლის ქეთი ხუციშვილის განცხადებით, ასევე მაღალია ამომრჩევლის აქტივობა. რაც შეეხება აჭარაში მიმდინარე საარჩევნო პროცედურას, სერიოზულ დარღვევებს ადგილი არ ჰქონია.


ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლების განცხადებით დარღვევა არ არის პრეზიდენტის მიერ დღეს რეგიონებში მოგზაურობა. “პრეზიდენტი ამავე დროს არის პარტიის ლიდერი და მას უფლება აქვს წინასაარჩევნო აგიტაციაში მიიღოს მონაწილეობა”, – განაცხადა ქეთი ხუციშვილმა.  


ახლაგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლები საარჩევნო პროცედურებს  საქართველოს მასშტაბით 7 საარჩევნო ოლქში აკვირდებიან.

მსგავსი/Related

Back to top button