ახალი ამბები

აშშ-ის ელჩი თბილისში არჩევნების მიმდინარეობას აკვირდება

აშშ-ის ელჩი საქართველოში რიჩარდ მაილსი თბილისში საარჩევნო პროცედურებს პირადად აკვირდება. დღეს ელჩი სამგორის რაიონის ორ უბანში დაესწრო ხმის მიცემის პროცედურას.


“სპეციალურად ავარჩიე თბილისის გარეუბანი, რათა მენახა, თუ როგორ მიმდინარეობს საარჩევნო პროცედურა. ვიმედოვნებ, რომ პარლამენტში ოპოზიციური პარტიებიც იქნება წარმოდგენილი, ეს აუცილებელია”, – განაცხადა რიჩარდ მაილსმა.


რაც შეეხება ცენტრსა და აჭარის რეგიონს შორის შემდგომ დამოკიდებულებას, რიჩარდ მაილსის თქმით, ურთიერთობების გაუმჯობესება მთლიანად ცენტრალურ ხელისუფლებაზეა დამოკიდებული.

მსგავსი/Related

Back to top button