ახალი ამბები

ქვემო ქართლში ორ უბანზე დაფიქსირებული დარღვევების გამო სისხლის სამართლის საქმე აღიძრება

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, სერიოზული დარღვევები დაფიქსირდა ქვემო ქართლის ორ უბნანზე. ამის გამო იგი სამართალდამცავი ორგანოებისაგან საუბნო კომისიების თავმჯდომარეებზე სისხლის სამართლის საქმის აღძვრას და გამოძიებას მოითხოვს.


ცსკო-ს თავმჯდომარე არ გამორიცხავს, რომ ამ ორ 41 და 47-ე უბანზე დაფიქსირებული დარღვევბის გამო არჩევნების შედეგები ბათილად იქნას გამოცხადებული. მისი განცხადებით, ასევე არსებობს ინფორმაცია, რომ ერთ-ერთმა პიროვნებამ სხვადასხვა საარჩევნო უბანზე ხმა ოთხჯერ მისცა, ხოლო ამომრჩევლებს წინასწარ შემოხაზული ბიულეტენები ურიგდებოდათ. ზურაბ ჭიაბერაშვილი ყველა ამ ფაქტის შესაბამის გამოძიებას მოითხოვს.

მსგავსი/Related

Back to top button