ახალი ამბები

აჭარაში დამატებითი საარჩევნო ბიულეტენები გაიგზავნა

აჭარაში ამ დროისათვის არჩევნები ნორმალურ ვითარებაში მიმდინარეობს. ამის შესახებ განცხადება ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ზურაბ ჭიაბერაშვილმა გააკეთა.


მისი თქმით, აჭარაში დამატებით 50 ათასი ბიულეტენი გაიგზავნა. “თავიდანვე აჭარაში 228 ათასი ბიულეტენი გაიგზავნა, რასაც ადგილობრივი საარჩვენო ადმინისტრაციის მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვა და ისინი დამატებით ბიულეტენებს მოითხოვდნენ. ჩვენ დავაკმაყოფილეთ მათი მოთხოვნა. დამატებითი ბიულეტენები გაეგზავნა პირადად ჩვენ წარმომადგენელს ზაზა გოროზიას, რომელიც საჭიროების შემთხვევაში უშუალოდ გასცემს უბნების მიხედვით ბოულეტენებს და იგი იქნება პასუხისმგებელი ამაზე”, – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.


მისი ინფორმაციით, გარკვეულ დარღვევებზე ინფორმაცია უკვე არსებობს, თუმცა ამ დროისათვის მიმდინარეობს ამ ინფორმაციის გადამოწმება. 

მსგავსი/Related

Back to top button