ახალი ამბები

სააკაშვილი ხმის მიცემამდე რეგიონებს სტუმრობს

პრეზიდენტი სააკაშვილი 28 მარტს საქართველოს რეგიონებში საარჩევნო კამპანიას განაგრძობს. იგი ზუგდიდსა და ქუთაისში ჩავიდა. ქუთაისიდან პრეზიდენტი თბილისში დაბრუნდება და არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

საარჩევნო კოდექსის მიხედვით, არჩევნების დღეს კამპანიის წარმოება აკრძალულია.

„მე კონსულტაციები მქონდა იურისტებთან და მითხრეს რომ ჩემი ვიზიტები რეგიონებში შესაძლოა წინასაარჩევნო კამპანიად იქნას მიჩნეული. თუმცა, არ მინდა, რომ არჩევნების შედეგები ჩემი ვიზიტების გამო გადაიხედოს“, – განუცხადა სააკაშვილმა ჟურნალისტებს 28 მარტს და მოსახლეობას აქტიურობისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

მსგავსი/Related

Back to top button