ახალი ამბები

კოდორში არჩევნები არ ტარდება

კოდორის ხეობაში საარჩევნო ბიულეტენების ჩატანა უამინდობის გამო ვერ ხერხდება, შესაბამისად არ გახსნილა საარჩევნო უბნები. ამის შესახებ განცხადება დღეს პრეზიდენტის რწმუნებულმა კოდორის ხეობაში ემზარ კვიციანმა გააკეთა.


“ყველაფერი მზად არის იმისათვის, რომ კოდორში მოხდეს ბიულეტენების ჩატანა, მაგრამ ამას უამინდობის გამო ვერ ვახერხებთ, როგორც კი ამის საშუალება გვექნება კოდორში გაიხსნება უბნები”, – განაცხადა ემზარ კვიციანმა.


ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, კომისია კოდორში არჩევნების ჩატარების შესახებ 29 მარტს გამართულ სხდომაზე მიიღებს გადაწყვეტილებას. “ის, რომ ბიულეტენების ჩატანა უამნიდობის გამო ვერ მოხერხდა, არ ნიშნავს იმას, რომ კოდორში არჩევნები ჩაიშალა”, – დასძინა დღეს გამართულ ბრიფინგზე ცსკო-ს თავმჯდომარემ.   

მსგავსი/Related

Back to top button