ახალი ამბები

დამკვირვებლები არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობის პირველ შედეგებს აქვეყნებენ

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების ინფორმაციით, 12 საათისთვის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა აქტივობამ 23,16% შეადგინა იმ ამომრჩეველთა რაოდენობისა, რომელთაც წინასწარი რეგისტრაცია გაიარეს.


„ამ დროისათვის შეიძლება ჩაითვალოს, რომ არჩევნებში ამომრჩეველთა  აქტიურობა ნორმალურია”, – განაცხად “სივილ ჯორჯიასთან” საუბრისას ორგანიზაციის წარმომადგენელმა თამარ ჟვანიამ.


დღეს მედია ცენტრში გამართულ  პრესკონფერენციაზე თამარ ჟავნიამ ორგანიზაციის დამკვირვებლების მიერ დაფიქსირებულ დარღვევებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ დარღვევების მაჩვენებელი მაღალია ქვემო ქართლში. ასევე ერთი სათის წინ აჭარის რეგიონის ხელვაჩაურის მე-8-ე სარჩევნო უბანზე ორგანიზაციის დამკვირვებელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს მას შემდეგ, რაც მან აღმოაჩინა, რომ ამომრჩევლის აქტივობის მაჩვენებელი განსხვავდებოდა კომისიის წევრთა მიერ შედგენილ დოკუმენტისგან.


სულ სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების 2 700 დამკვირვებელი ახორციელებს არჩევნებზე მონიტორინგს.

მსგავსი/Related

Back to top button