skip to content
ახალი ამბები

საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი თბილისში დაბრუნდა

თბილისში დღეს დილით შვეიცარიიდან საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟი კონსტანტინე გამსახურდია დაბრუნდა. იგი მონაწილეობას მიიღებს 28 მარტის საპარლამენტო არჩევნებში ახლად შექმნილი პოლიტიკური მოძრაობა “თავისუფლება – კონსტანტინე ზ. გამსახურდიას” სიით.


ახლად შექმნილი მოძრაობის თავმჯდომარე თავად კონსტანტინე გამსახურდიაა. ახალმა პოლიტიკურმა მოძრაობამ უკვე გაიარა რეგისტრაცია ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. 


კონსტანტინე გამსახურდია საქართველოდან 12 წლის წინ წავიდა და ამ ხნის განმავლობაში შვეიცარიაში ცხოვრობდა.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button