skip to content
ახალი ამბები

შირაკმა და სააკაშვილმა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პერსპექტივები განიხილეს

პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საფრანგეთში ვიზიტის დროს თავის ფრანგ კოლეგას ჟაკ შირაკს შეხვდა. შეხვედრის დროს პრეზიდენტებმა ორმხრივი ურთიერთობები და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივები განიხილეს.


მოლაპარაკებების შემდეგ სააკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ჟაკ შირაკი მზადაა დაეხმაროს საქართველოს ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების საქმეში.


მის თქმით, მხარეებმა ასევე განიხილეს საქართველოსთვის ფინანსური დახმარების გაწევის საკითხი.  


პრეზიდენტმა სააკაშვილმა, რომელიც პარიზში 8 მარტს ჩავიდა, უკვე გამართა შეხვედრები საგარეო საქმეთა, შინაგან საქმეთა და ევროპის საქმეთა მინისტრებთან.


სააკაშვილი ასევე შეხვდა ფრანგ ბიზნესმენებს და საფრანგეთში მცხოვრებ ქართველებს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button