ახალი ამბები

რესპუბლიკური პარტია “ნაციონალურ მოძრაობასა” და “გაერთიანებულ დემოკრატებთან” გაერთიანებას არ აპირებს

“ნაციონალური მოძრაობაში” გაერთიანებულმა “რესპუბლიკურმა პარტიამ“ შესაძლოა 28 მარტს დანიშნულ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა დამოუკიდებლად მიიღოს.


“ეს დამოკიდებულია მთლიანად “ნაციონალური მოძრაობის” და “გაერთიანებული დემოკრატების” გაერთიანებაზე – თუ როგორ მოხდება ეს. იმ შემთხვევაში თუ მოხდება ბლოკად ჩამოყალიბება, მაშინ ჩვენ შესაძლოა მოკავშირე პარტიად გავერთიანდეთ. ისე რესპუბლიკური პარტია დაშლას და სხვა პარტიასთან შეერთებას არ აპირებს”, – განუცხადა “სივილ ჯორჯიას” პარტიის ლიდერმა დავით ბერძენიშვილმა.


რესპუბლიკური პარტია “ნაციონალურ მოძრაობას” “ეროვნულ ძალთა გაერთიანებასთან” ერთად ორი წლის წინ შეუერთდა. ახალმა გაერთიანებამ 2002 წლის ადგილობრივ თვითმართველობის არჩევნებში ერთობლივი სიით მიიღო მონაწილეობა.


“ნაციონალური მოძრაობის”, რომლის ლიდერი საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია და “გაერთიანებული დემოკრატების” [სახელმწიფო მინისტრი ზურაბ ჟვანია] გაერთიანების შესახებ განცხადება 28 იანვარს გაკეთდა. 4 თებერვალს დაგეგმილი იყო ერთობლივი ყრილობა, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო იგი 25 თებერვლისთვის გადაიდო.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button