skip to content
ახალი ამბები

სააკაშვილი იმედოვნებს, რომ ინაუგურაციას თბილისში ასლან აბაშიძეც დაესწრება

ახლადარჩეული პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იმედოვნებს, რომ 25 იანვარს ინაუგურაციის დღეს თბილისში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ლიდერი ასლან აბაშიძეც ჩამოვა.


“ის არის ერთ-ერთი რეგიონის ლიდერი და ვალდებულია თბილისში ჩამოვიდეს. მე თავად ვაპირებ 25 იანვარს ბათუმში ჩასვლას, სადაც ამ დღესთან დაკავშირებით სამხედრო აღლუმის ჩატარებაა დაგეგმილი”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც უკვე მეორე დღეა შვეიცარიაში საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმს ესწრება.


მისი თქმით, არსებული ინფორმაცია თითქოს ცენტრალური ხელისუფლება ვერ აკონტროლებს ვითარებას აჭარაში არამართებულია.


“მე მომბეზრდა საუბარი ამ თემაზე. აქამდე საქმე ყოფილმა პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ მიიყვანა, მაგრამ ახლა ყველაფერი სხვაგვარად წარიმართება, ნებისმიერ დაუმორჩილებლობას უმკაცრესი მეთოდებით ჩავახშობთ. ეს ტენდენცია ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს”, – განაცხადა დღეს მიხეილ სააკაშვილმა.


მისი თქმით, ერთადერთი ტერიტორია, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ვერ აკონტროლებს აფხაზეთია, თუმცა ამ საკითხის მოგვარებასაც სააკაშვილი უმოკლეს დროში გეგმავს. “როდესაც ახალი ხელისუფლება ფეხზე დადგება, ვითარებას აფხაზეთშიც გავაკონტროლებთ”, – დასძინა ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა.   

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button