ახალი ამბები

საპრეზიდენტო არჩევნების დროს ეგზით პოლები ჩატარდება

4 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებზე ამერიკული კვლევითი კომპანია “გლობალ სტრეტეჯი გრუპი” ქართველ სოციოლოგებთან ერთად საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ე.წ. “ეგზით პოლების” ჩატარებას აპირებს.

“მართალია ამ არჩევნებში კონკურენცია წარმოდგენილ კანდიდატებს შორის დაბალია, მაგრამ ეგზით პოლის ჩატარება აუცილებელია, რათა ოფიციალურ შედეგებზე საზოგადოებრივი კონტროლის საშუალება არსებობდეს ” – განაცხადა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ფონდ “ღია საზოგადოება – საქართველოს” ხელმძღვანელმა კახა ლომაიამ.

ამერიკულმა კომპანიამ საქართველოში პირველად ეგზით პოლები 2003 წლის 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების დროს ჩაატარა.

პროექტი კვლავაც ხორციელდება ფონდ “ღია საზოგადოება – საქართველოს”, ევრაზიის ფონდის, სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი-2”-ის და ბრიტანეთის საბჭოს ფინანსური ხელშეწყობით.

მსგავსი/Related

Back to top button