
მიხეილ სააკაშვილი და ზურაბ ჟვანია ბიზნესმენებთან შეხვედრებს განაგრძობენ
სახელმწიფო მინისტრი ზურაბ ჟვანია და პრეზიდენტობის კანდიდატი მიხეილ სააკაშვილი დღეს მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
დღესვე ზურაბ ჟვანიამ ბიზნესმენებს ჯამბულ ბაკურაძის კანდიდატურა წარუდგინა თავისი ერთ-ერთი მოადგილის პოსტზე და დასძინა, რომ იგი მეწარემეთა უფლებებს დაიცავს.
“ჩვენი მიზანია, მოვახდინოთ ბიზნესის ლეგალიზება და ხელი შევუწყოთ მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას. ასეთი თანამდებობის შემოღება კი დაგვეხმარება სახელმწიფოსა და მეწარმეთა შორის თანამშრომლობის ჩამოყალიბებაში”, – განაცხადა ზურაბ ჟვანიამ 26 დეკემბერს გამართულ შეხვედრაზე.
“ბიზნესის ე.წ. “კრიშა” სახელმწიფო უნდა გახდეს. პრეზიდენტად გახდომის შემთხვევაში პირადად პრეზიდენტი იქნება ბიზნესმენების დამცველი”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა შეხვედრაზე.
ზურაბ ჟვანიას მიერ დასახელებული მოადგილე ჯამბულ ბაკურია უნივერმაღ “თბილისის” დირექტორია. ზურაბ ჟვანიასა და მიხეილ სააკაშვილის პირველი შეხვედრა ბიზნესმენებთან 12 დეკემბერს შედგა.