skip to content
ახალი ამბები

რეგისტრაცია 1 მლნ 700 ათასზე მეტმა ამომრჩეველმა გაიარა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ბოლო მონაცემებით, საპრეზიდენტო არჩევნების წინ რეგისტრაცია საქართველოს 1 მლნ 739 ათასზე მეტმა მოქალაქემ გაიარა.

ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა, დაახლოებით, 2,6 მილიონია.


ამომრჩეველთა სიების დაზუსტების მიზნით წინასწარი რეგისტრაციის გავლის შესახებ დადგენილება კომისიამ 7 დეკემბერს მიიღო.


ამომრჩველს ორი კვირის ვადაში საარჩევნო უბანში უნდა გაევლო რეგისტრაცია. რეგისტრაციის ბოლო ვადა 25 დეკემბერს ამოიწურა. 27-დან 31 დეკემბრამდე ცენტრალური საარჩევნო კომისია, შინაგან საქმეთა და იუსტიციის სამინისტროების წარმომადგენლებთან ერთად, შემდგომ შესწორებებს შეიტანს ამომრჩეველთა სიებში.

Back to top button