skip to content
ახალი ამბები

რუსეთი საქართველოდან ჯარების გამოსაყვანად კვლავ 11 წელიწადს მოითხოვს

საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელთან ნინო ბურჯანაძესთან 25 დეკემბერს გამართული შეხვედრისას რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი ივანოვმა განაცხადა, რომ სულ ცოტა 11 წელიწადია საჭირო რუსეთის სამხედრო ბაზების საქართველოდან გამოსაყვანად.


საქართველო სამი წლის ვადაში მოითხოვს რუსული  ბაზების გამოყვანას ბათუმიდან, ახალქალაქიდან და გუდაუთიდან.


დეკემბრის დასაწყისში მაასტრიხტში გამართული ეუთოს მინისტრთა საბჭოს სხდომაზე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კოლინ პაუელმა რუსეთს სამხედრო ბაზების გამოყვანის თაობაზე ნაკისრი ვალდებულებების შესრულება მოსთხოვა.


მოსკოვში გამართული შეხვედრის დროს ნინო ბურჯანაძემ და სერგეი ივანოვმა აფზახეთის კონფქლიტის ზონაში არსებული ვითარებაც განიხილეს.


სერგეი ივანოვის განცხადებით, კონფლიქტის ზონაში განლაგებული რუსეთის სამშვიდობო ჯარები რეგიონში მშვიდობას უზრუნველყოფს.


რუსეთის თავდაცვის მინისტრთან შეხვედრამდე ნინო ბურჯანაძემ პრეზიდენტ პუტინთან გამართა მოლაპარაკებები.

Back to top button