
ახალი ამბები
სახელმწიფო მინისტრი ბათუმში ჩავიდა
სახელმწიფო მინისტრი ზურაბ ჟვანია 20 დეკემბერს ბათუმში ჩავიდა, სადაც იგი მოლაპარაკებებს გამართავს აჭარის ლიდერთან ასლან აბაშიძესთან.
ზურაბ ჟვანია შეეცდება დაარწმუნოს აჭარის ლიდერი მონაწილეობა მიიღოს 4 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებში.
“გავაკეთებ ყველაფერს, რათა მოიხსნას დაძაბულობა, რომელიც არსებობს თბილისსა და ბათუმს შორის”, – განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა ბათუმში ჩასვლის შემდეგ.
პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნინო ბურჯანაძემ ცოტა ხნის ბათუმში ვიზიტის დროს ვერ შეძლო დაერწმუნებინა ასლან აბაშიძე არჩევნებისთვის ბოიკოტი არ გამოეცხადებინა.