
ახალი ამბები
“ტრადიციონალისტები” მიხეილ სააკაშვილის კანდიდატურას მხარს არ უჭერენ
(თბილისი, 1 დეკემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – ტრადიციონალისტური პარტიის ლიდერის აკაკი ასათიანისთვის პრეზიდენტობის კანდიდატად ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერის მიხეილ სააკაშვილის დასახელება მიუღებელია. ასათიანი არ გამორიცხავს, რომ მან შესაძლოა საკუთარი კანდიდატურა წამოაყენოს საპრეზიდნეტო არჩევნებისთვის. “ჩვენთვის მიუღებელია ის ლოზუნგები, რასაც ნაციონალები საპარლემენტო არჩევნების წინ ავრცელებდნენ, მათ შორის გადასახადების არ გადახდა, პენსიების და ხელფასების გაორმაგება, ეს არის ავადმყოფის ბოდვა, ან დემაგოგია”, – განაცხადა აკაკი ასათიანმა 1 დეკემბერს გამართულ პრეს-კონფერენციაზე. იგი ჯერ არ ასახელებს, თუ როდის წამოაყენებს საკუთარ კანდიდატურას პრეზიდენტის პოსტზე.