ახალი ამბები

საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე თედო ჯაფარიძე დაინიშნა

(თბილისი, 1 დეკემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – პარლამენტმა გუშინ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება თედო ჯაფარიძის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე დანიშვნის თაობაზე.

თედო ჯაფარიძეს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობა ეკავა, ხოლო მანამდე საქართველოს ელჩი იყო ამერიკის შეერთებულ შტატებში.

პარლამენტის სხდომაზე გამოსვლისას თედო ჯაფარიძემ განაცხადა, რომ აშშ-სთან სტრატეგიული ურთიერთობების შენარჩუნება საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტი იქნება, თუმცა ხაზგასმით აღნიშნა რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზაციის დიდი მნიშვნელობა.

ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი მინისტრის პოსტიდან 28 ნოემბერს გადადგა.

დაკავებული თანამდებობები ასევე დატოვეს სახელმწიფო, შინაგან საქმეთა და ფინანსთა მინისტრებმა.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button