skip to content
ახალი ამბები

უკრაინის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი თბილისში ჩამოდის

(თბილისი, 28 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი საერთაშორისო საკითხებში ანატოლი ზლენკო დღეს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით თბილისში ჩამოდის.

ვიზიტის ფარგლებში იგი კონსულტაციებს გამართავს საქართველოს ახალ ხელმძღვანელობასთან.

დაგეგმილია ანატოლი ზლენკოს შეხვედრა მოქმედ პრეზიდენტთან ნინო ბურჯანაძესთან, სახელმწიფო მინისტრთან ზურაბ ჟვანიასთან, ნაციონალური მოძრაობის ლიდერთან მიხეილ სააკაშვილთან და ექსპრეზიდენტთან ედუარდ შევარდნაძესთან.

ანატოლი ზლენკოს განცხადებით, უკრაინა დიდ ყურადღებას აქცევს საქართველოში მიმდინარე მოვლენებს და დაინტერესებულია პრობლემების წარმატებულ გადაწყვეტაში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button