ახალი ამბები

აშშ-ის ნატოს კომიტეტის პრეზიდენტი საქართველოში ჩამოვიდა

(თბილისი, 28 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – აშშ-ის ნატოს კომიტეტის პრეზიდენტი ბრიუს ჯექსონი, რომელიც 27 ნოემბერს თბილისში ჩამოვიდა, საქართველოს ახალ ხელმძღვანელობას შეხვდება და ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას განიხილავს.

ბრიუს ჯექსონი იმედოვნებს, რომ საქართველოს ახალი ხელმძღვანელობა არ შეცვლის თავის პრო-დასავლურ კურსს.

საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივების კომენტირებისას ბრიუს ჯექსონმა განაცხადა, რომ საქართველოს აქვს ნატოში გაწევრიანების შესაძლებლობა.

“ჩვენ ნამდვილად გვინდა ვიხილოთ საქართველო და მისი მეზობელი ქვეყნები [სომხეთი, ზერბაიჯანი] ნატოში ინტეგრაციის გზაზე”, – განაცხადა ბრიუს ჯორჯმა დამოუკიდებელი ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის პირდაპირ ეთერში.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button