ახალი ამბები

შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტი გიორგი ბარამიძემ დაიკავა

(თბილისი, 27 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – პარლამენტმა დღევანდელ სხდომაზე 145 ხმით 0 წინააღმდეგ გიორგი ბარამიძის კანდიდატურა დაამტკიცა შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე.

“გაერთიანებული დემოკრატების” წევრი გიორგი ბარამიძე საქართველოში მიმდინარე ბოლოდროინდელი მოვლენების აქტიური მონაწილე იყო.

პარლამენტმა უკვე დაამტკიცა ზურაბ ჟვანიას კანდიდატურა სახელმწიფო მინისტრის პოსტზე და ზურაბ ნოღაიდელის კანდიდატურა ფინანსთა მინისტრის პოსტზე.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button