skip to content
ახალი ამბები

ცსკო-ს თავჯდომარე გადადგა

(თბილისი, 3 ივნისი , 2003, სივილ ჯორჯია) – არსებული ინფორმაციით, დღეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავჯდომარე ჯუმბერ ლომინაძე გადაგდა.

პარლამენტის დღევანდელ საგანგებო სხდომაზე ოპოზიციურმა ფრაქციებმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაშლა მოითხოვეს.

“ჯუმბერ ლომინაძის გადაწყვეტილების შემდეგ ცსკო-ს სხვა წევრებიც გადადგნენ. სწორედ ამიტომ, ჩვენ უნდა გავაუქმოთ არსებული კომისია და შევქმნათ ახალი”, – განაცხადა გაერთიანებული დემოკრატების ლიდერმა ზურაბ ჟვანიამ პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე.

გასულ კვირას სამთავრობო ფრაქციებმა მხარი არ დაუჭირეს ცსკო-ს გაუქმებას.

პარლამენტის შენობის წინ გრძელდება მასობრივი საპროტესტო აქცია, რომლის მონაწილეებიც ახალი საარჩევნო კომისიის შექმნასა და 2 ნოემბერს სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button