Placeholder canvas
ახალი ამბები

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები დაიწყო

(თბილისი, 2 ივნისი, “სივილ ჯორჯია”) – დღეს, 2 ივნისს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები თითქმის მთელ საქართველოში ტარდება. არჩევნები არ ტარდება მხოლოდ აფხაზეთში, სამხრეთ ოსეთში და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში.

აჭარაში არჩევნები 16 ივნისს არის დაგეგმილი.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილის განცხადებით, დღეს დილით თბილისის რამდენიმე საარჩევნო უბანში საარჩევნო ბიულეტენები ჯერ კიდევ არ იყო მიტანილი. მისი თქმით, ეს შეცდომა მალე გამოსწოდება და არჩევნები ამ უბნებშიც დაიწყება.

1 ივნისს არჩევნებში მონაწილე რამდენიმე პარტიამ ამომრჩეველთა გაყალბებული სიები აღმოაჩინა და ცს-ას ასეთი შემთხვევების აღკვეთა მოსთხოვა. ისინი ამტკიცებდნენ, რომ მხოლოდ თბილისის საარჩევნო უბნებში 22 ათასი ამომრჩეველი სიაში შეტანილი არ იყო.

ეს პარტიები – ჟვანიას გუნდი, ნაციონალური მოძრაობა, ტრადიციონალისტები, მრეწველები, სახალხო პარტია, ლეიბორისტები, სოციალისტები, “ერთობა” და თანადგომა” – არჩევნების რამდენიმე დღით გადადებას ითხოვდნენ.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ჯუმბერ ლომინაძე გუშინ გვიან ღამით იძულებული გახდა კონსულტაციები გაემართა პრეზიდენტ შევარდნაძესთან. პრეზიდენტი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გადადებას არ დაეთანხმა და განაცხადა, რომ არჩენვები დაგეგმილ დღეს უნდა ჩატარებულიყო.

მსგავსი/Related

Back to top button