ახალი ამბები

ჩეჩენმა ლტოლვილებმა პანკისში ბოიკოტი გამოუცხადეს არჩევნებს ჩეჩნეთში

(თბილისი, 6 ოქტომბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – პანკისის ხეობაში მცხოვრებმა ჩეჩენმა ლტოლვილებმა უარი თქვეს 5 ოქტომბრის ჩეჩნეთის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებაზე.

“პანკისის ხეობაში საარჩევნო უბნები არ გაუხსნიათ”, – განუცხადა ახმეტის რაიონის გამგებელმა ნუკრი ალავიძემ “სივილ ჯორჯიას”.

გასულ კვირას რუსეთის დელეგაცია პანკისის ხეობას ეწვია და ამაოდ ეცადა 3700 ჩეჩენი ლტოლვილი დაერწმუნებინა სამშობლოშო დაბრუნებულიყვნენ.

ჩეჩნეთს პრეზიდენტობის ექვსი კანდიდატი ჰყავს, თუმცა უპირატესობით ჩეჩნეთის ადმინისტრაციის მეთაური ახმად კადიროვი სარგებლობს.

სხვა ინფორმაცია ამ თემაზე:
ჩეჩნებს დაბრუნება არ სურთ
ჩეჩენი ლტოლვილებს სამშობლოში დაბრუნების ეშინიათ
ჩეჩენი ლტოლვილები რუსეთის ინიციატივებს ეჭვით უყურებენ
მოსკოვი ჩეჩენი ლტოლვილების რეპატრიაციას ჩქარობს

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button