skip to content
ახალი ამბები

ეთნიკური აზერბაიჯანელები გარდაბნის ადგილობრივი ხელისუფლების წინააღმდეგ

(თბილისი, 29 სექტემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – გარდაბნის რაიონის სოფელ ნაზარლოს მოსახლეობამ, ძირითადად ეთნიკურმა აზერბაიჯანელებმა, დღეს ადგილობრივი ხელისუფლების წინააღმდეგ საპროტესტო აქცია ჩაატარეს. ისინი მიწის სამართლიან განაწილებას მოითხოვდნენ.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებით, ისინი მზად არიან მოსახლეობის მოთხოვნები დააკმაყოფილონ, თუმცა, თვლიან რომ ეს აქცია არჩევნებთან არის დაკავშირებული.

ანალოგიური აქცია სექტემბრის დასაწყისში სოფელ ჯანდარაში მოეწყო, რომლის ძირითად მოსახლეობას ასევე აზერბაიჯანელები წარმოადგენენ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button